saqarTvelos mwvervalebi - Zedo

 

ძედო - მწვერვალი მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჯეჯორის ზემოთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3451,7 მ. აგებულია ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ალპური და სუბნივალური ლანდშაფტები.